,,ბილივმა“ მონაწილეობა მიიღო ,,ტრენერთა ტრენინგისა“ და ,,პროექტის დაგეგმვისა და მართვის“ 3 დღიანი სემინარში. სემინარის ორგანიზატორი იყო მშვიდობის კორპუსი და მასში მონაწილეობდა საქართველოში მოქმედი სამოქალაქო სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. სემინარის მიზანი იყო მოხალისეებსა და პარტნიორებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ პროექტის დაგეგმვისა და მართვისთვის საჭირო კონცეფციები, სტრატეგიები და გამოცდილება, ასევე შემდგომში, მიღებული ცოდნა საკუთარ რეგიონში გამოიყენონ. შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაწილეობრივი ანალიზის მეთოდები და საშუალებები (PACA), გენდერული ანალიზი, გუნდის შეკვრის აქტივობები, პროექტის დაგეგმვის ნაბიჯები, მშვიდობის კორპუსის მცირე გრანტების პროგრამა და სხვა. ფონდი ,,ბილივი“ მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად, მოხარულია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა - დაგეგმოს და განახორციელოს ახალი, ინოვაციური პროექტები ქ, ფოთში. ,,ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ახალ გზებს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბენეფიციარებს. თვალყური ადევნეთ ჩვენს პროექტებს მთელი წლის განმავლობაში და ნახეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას“ - განაცხადა ,,ბილივის“ გუნდის ერთ-ერთმა მოხალისემ.
ფონდ „ბილივის“ ყოველწლიური, საქველმოქმედო გალა-საღამო სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართა. უკვე მეოთხე წელია, 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქველმოქმედების მიზნით ერთიანდება. წლევანდელი გალა-საღამო უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ფონდის ისტორიაში. ჩვენი მხარდამჭერების თანადგომით საღამოზე შემოსული თანხა შეადგენს 123,159.74 ლარი.
ეს წარმატებული შედეგი ჩვენი საღამოს გენერალურ სპონსორების, მხარდამჭერების, ლატარიის ბილეთების სპონსორების, საქველმოქმედო აუქციონის თითოეული შემომწირველის, გალა საღამოს სტუმრების, მონაწილეებისა და მოხალისეების უდიდესი დამსახურებაა! მათი თანადგომა ჩვენი დიდი მოტივაციაა ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე და დავეხმაროთ მათ, ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა.
ჩვენი ბენეფიციარებისა და ,,ბილივის’’ გუნდის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველსა და მხარდამჭერს.
15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში", "ბილივის" მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის აერთიანებს!
ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას - კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო მუსიკალურ ნაწილს.
სპეციალურად ,,ბილივის’’ გალა საღამოსთვის მუსიკალურ ნაწილს წარმართავს - თანამედროვე ქართული სცენის ვარსკვლავი, ჯაზის შემსრულებელი, საერთაშორისო კონკურსის ‘The Made in New York Jazz’-ის ფინალისტი და თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად უახლესი შოუ პროგრამით წარსდგება მსმენელთა წინაშე. საქველმოქმედო აუქციონს გაუძღვება კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ ისააკი.
აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ნინო ჩაკვეტაძემ, ირინა სარიდიმ, ბუბა არაბულმა, ერეკლე წულაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გიული ღვანიამ, თორნიკე მათითაშვილმა, ლევან ბუჯიაშვილმა, დეკანოზმა ანდრია ნაცვლიშვილმა, თუთუ კილაძემ, მაკა ლდოკონენმა, ნათია არაბული - ბექაურმა, მიშა კვირაიამ, ტარას ბიბილაშვილმა, ნათია ახალაიამ, რევაზ ცუცქირიძემ, სოციალურმა საწარმომ ,,ეთნოდიზაინი" და სოციალურმა საწარმომ ,,იკორთა".
გალა საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოზარდების ცხოვრების გაუმჯობესებას.
სასპონსორო პაკეტებთან და ადგილების დაჯავშნასთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@believe.ge +995 577050622 / +995 577221133
,,ბილივის'' საქველმოქმედო გალა საღამო არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება დასავლეთ საქართველოში და იგი ყოველ ზაფხულს იმართება. 2016 წელს საქველმოქმედო შემოწირულობამ 104,000 ლარს გადააჭარბა. იხილეთ 2016 წლის გალა-საღამოს ვიდეო რგოლი:
ფონდი ,,ბილივი’’, აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს ქ. ფოთში მოქმედი არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას, ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
აუცილებელია, საგრანტო განაცხადი შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
2) პროექტის სიცოცხლისუნარიანობა, ეფექტურობა და მისი გრძელვადიანი შედეგები არგუმენტირებულად უნდა იყოს დასაბუთებული;
3) თითოეული საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს;
4) პროექტისათვის გაწერილი ბიუჯეტის სახელფასო ნაწილი არ უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10% -ზე მეტს.
5) გრანტის საერთო თანხის 25% უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების/ჯგუფის მიერ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა პირმა ან ორგანიზაციამ ელექტრონულად შეავსოს საგრანტო განაცხადი.
საკონკურსო განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/BelieveGrantApplication
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი.
გისურვებთ წარმატებებს!
ფონდმა ,,ბილივმა’’ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქ. ფოთის ყრუ და სმენდაქვეითებულთა კავშირის 29 წევრს მიულოცა და მათ საჩუქრად სურსათი და სააღდგომო პასკა გადასცა.
ფონდი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ქ.ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირს და მათ ეხმარება მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.
,,ეს სურსათი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახებისთვის უდიდესი დახმარებაა, ყოველ დღესასწაულზე დიდი მოლოდინით ველით ,,ბილივის” ვიზიტს” - განაცხადა კავშირის წარმომადგენელმა ზვიად ჯანელიძემ.
ფონდი ,,ბილივი’’ მომავლშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს.
USAID ,,მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და ფონდ ,,ბილივთან“ ერთად სტუდენტ გოგონებს სთავაზობს 2 დღიან ტრენინგს ქ. თბილისში.
ტრენინგი გაიმართება 29 – 30 აპრილს და იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: გუნდური მუშაობა, პროექტების წერა, ადვოკატირება, ორგანიზაციის ფორმირება, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი და ურთიერთობების მართვა.
პროექტში მონაწილეობა არის უფასო და იგი სრულად ფარავს კვებისა და ტრენინგის მასალების ხარჯებს. პროექტის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 აპრილი, დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.jobs.ge/eng/138087/
ფონდმა ,,ბილივმა“ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ჩაატარა. პროექტი მშვიდობის კორპუსის საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. სასწავლო კურსში ჩართული მოსწავლეები დაეუფლნენ საბაზისო კომპიუტერულ უნარებს, გაიუმჯობესეს საოფისე პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილება, მიიღეს ახალი ცოდნა ელექტრონული კომუნიკაციის მართვისა და ფოტო - ვიდეო რედაქტირების საკითხებში. პროექტის ფარგლებში მშვიდობის კორპუსმა ორგანიზაციისათვის 4 პორტატული პერსონალური კომპიუტერი შეიძინა.
"მე მჯერა, რომ ეს ტრენინგ კურსი გაზრდის მოსწავლე-ახალგაზრდების შრომისუნარიანობას და დაეხმარება მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში. ასევე, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ბილივის მოხალისეებისთვის გაიუმჯობესონ პროგრამების მენეჯმენტის, თარგმნის და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები“ -განაცხადა რენდი დეითონმა, კომპიუტერული კლუბის პროექტის კოორდინატორმა და მშვიდობის კორპუსის მოხალისემ საქართველოში.
,,ბილივის'' საბინაო მხარდაჭერის კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს ქალაქ ფოთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებისთვის, წარმატებით განხორციელდა. აღნიშნული კამპანია “ბილივის” გუნდის ორ თვიანი დაუღალავი შრომის შედეგია.
საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 18 სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს საჩუქრის სახით გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთი. გარდა ამისა, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კერძოდ, სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ფანჯრები, აღდგა იატაკი და გადაიხურა სახლი.
ფონდის საბინაო მხარდაჭერის შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 65-ზე მეტი ადამიანი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით და გაუმჯობესდა მათი საცხოვრებელი პირობები.
პროექტისთვის ბენეფიციართა ჯგუფი განისაზღვრა ქ. ფოთის სოციალურ სამსახურთან თანაშრომლობით. მადლობას ვუხდით ყველა დონორ ორგანიზაციას და ინდივუალურ პირს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაუმჯობესებთ იმ ადამიანების ცხოვრებას - ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!
გთხოვთ იხილეთ საბინაო მხარდაჭერის ფოტომასალა ბმულზე
http://bit.ly/Believe-Housing-Image...