შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სიახლეები

04.11.2022

პროექტიგახდი ახალგაზრდა მოხალისემოხალისეობრივი ინიციატივების’’ მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტის მიზანია, მოხალისეობის ხელშეწყობას და თვითშეგნების ამაღლება ფოთელ ახალგაზრდებში. ფოთელი მოსწავლეები მოკლებული არიან ისეთ აქტივობებში მონაწილეობას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, კერძოდ ქალაქში თითქმის არ იგეგმება ისეთი პროექტები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, ამასთან ერთად გამოიმუშავონ სხვადასხვა საჭირო უნარები და გაიფართოვონ საკუთარი სამოქალაქო თვალსაწიერი.

მოხალისეობრივი კვირეულის ფარგლებში, ფოთში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას მოხალისეობრივი კულტურის შესახებ, შეძლებენ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები, ჩაერთვებიან მოხალისეობრივ კამპანიებში, შეხვდებიან საინტერესო სპიკერებს და შეიძინენ ახალ მეგობრებს.

 

ინიციატივა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისსამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვისფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

31.08.2022

ფოთელ მოსწავლეებს წელს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, ფონდბილივისახალგაზრდულ ჯგუფს შეუერთდნენ და გამოცდილების გაზიარების პროგრამის (ESP) მონაწილეები გახდნენ. პროგრამა განკუთვნილია მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მისი ხანგრძლივობა 3 თვეა.

პროგრამის მიზანია,  ხელი შეუწყოს რეგიონში ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას და ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები შექმნას, რათა გაიღრმავონ ცოდნა და  სხვადასხვა სახის  აქტივობებში ჩართულობით  მიიღონ გამოცდილება.  

      ბილივი უკვე მე-9 წელია  . ფოთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს უქმნის გარემო, სადაც ისინი არაფორმალურ განათლებას მიიღებენ, მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპიკერებს შეხვდებიან. პროგრამის ფორმატი ისეთი შესაძლებლობებს გულისხმობს, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მოსაზრება თავისუფლად გამოთქვას და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს.      

    აღსანისნავია, რომ წლიდან წლამდე, ამ პროგრამის მიმართ ახალგაზრდებში ინტერესი იზრდება. პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსებაბილივის ფეისბუგვერდზე შეუძლიათ. „პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ლოკალურ და გლობალურ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონე აიმაღლონ, ტრენინგ-სემინარების დახმარებით ახალი ცოდნა მიიღონ, საზოგადოების განვითარებაში წვლილი შეიტანონ, მოხალისეობრივ აქტივობებში ჩაერთონ და სოციალური პროექტები განახორციელონ. 2021-2022 სასწავლო წელსბილივისსაგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური განათლება 50-მდე მოსწავლემ მიიღო, საიდანაც ერთმა გამორჩეული ბილიველის ჯილდო მოიპოვა დაბილივისსრული დაფინანსებით, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. საერთო ჯამში, 2014 წლიდან ახალგაზრების რაოდენობა, რომლებიცბილივისგუნდს შემოუერთდნენ, 500- აჭარბებს.

გაიგეთ მეტი InterPressNews.ge-ს სტატიაში: https://bit.ly/3wxDx3y

05.09.2021

2020 წელს, ორგანიზაციამ პირველად წამოიწყო ინოვაციური პროექტი, რომელიც იყო დამატებითი შესაძლებლობა ფოთელი ახალგაზრდებისთვის აემაღლებინათ ცნობიერება STEM მიმართულებების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკისა და მომავლის პროფესიების შესახებ, რაც დაეხმარებოდათ მათ სამომავლო საქმიანობის უკეთ განსაზღვრაში.

სალექციო კურსის განმავლობაში, „ბილიველების STEM თაობის“ მონაწილეები შეხვდნენ STEM სფეროს წარმომადგენლებს და განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: STEM-ის რაობა და მისი როლი საქართველოში, პროგრამული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი, სერვისების ავტომატიზაცია, ტექნოლოგიების როლი ბიზნესის მართვაში (ფოთის ნავსადგურის მაგალითი), STEM-ის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზებები ქართველი სტუდენტებისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი პანდემიის წინააღმდეგ.

პანდემიის პირობებში პროექტი სრულად  ონლაინ ფორმატში განხორციელდა.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პროექტის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ STEMის იდეების კონკურსში ჩართვით. კონკურსი მიზნად ისახავდა მონაწილეებში კრეატიული იდეების მოფიქრების უნარის განვითარებას. ჩართულ გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ ისეთ თემატიკებზე, როგორებიცაა:
- მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირების, სოციალურ დაუცველი პირების, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის და სხვა) მხარდაჭერა;
- გარემოს დაცვა;
- განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 

პროგრამის მხარდამჭერები არიან:
1. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი;
2. მინისო;
3. ჯეპრა;
4. EDISON;

პროგრამის ფარგლებში მოწვეული სპიკერები და განხილული თემები:

ნანა დიხამინჯია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფეროსი
“რა არის STEM? მისი მნიშვნელობა და პოტენციალი საქართველოში.”
“ტექნოლოგიების როლი პანდემიის წინააღდმეგ.”
ირაკლი ქანდარია - APM Terminals-ის რეგიონალური IT პროექტების მენეჯერი
“ტექნოლოგიების როლი ბიზნესის მართვაში”
“კონკრეტული პროცესების( ავტომატიზაცია და ა.შ)  განხილვა APM ტერმინალის მაგალითზე “
ილია ნაჭყებია - პროგრამული ინჟინერი
“პროგრამული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი, სერვისების ავტომატიზაცია”
კარლო დავიდიანი - კომპიუტერული ინჟინერი, კომპანია "ლაბის" IT ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტმანეტის ხელმძღვანელი
“ციფრული ტრანსფორმაცია” “მონაცემთა ქსოვილი”
ჰალილ გიუვენი - სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი
“STEM-ის რაობა და მნიშვნელობა, კონკრეტული მაგალითების განხილვა” (ინგლისური სესია)
ნინუცა ნანიტაშვილი - ტექ ენთუზიასტი, ინოვაციების კონსულტანტი
“STEM, STEM პროფესიები და ქალების როლი STEMში”
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური -“ჰიდროგრაფია, კარტოგრაფია და სანავიგაციო ნიშნების, კორექციის, სინოპტიკური და რადიონლავიგაციური საქმიანობები.”
მარიამ გაგუა - საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი (Digital Product Owner) “რა არის კომპიუტერული ინჟინერია, რატომ არის ესეთი მოთხოვნადი პროფესია,რა პერსპექტივები არსებობს ამ პროფესიის ადამიანებისათვის”

02.09.2021

ფონდ ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მიღწევა (SDGs).
ამ ფორმატში, ფონდი მხარს უჭერს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონში, განსაკუთრებით კი ქალაქ ფოთში.
ბილივის "ახალგაზრდული ჯგუფი"  ფონდის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტია და მისი მიზანია შეუქმნას მოტივირებულ მოსწავლეებს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ პიროვნულ და სამომავლო პროფესიულ არჩევანსა და განვითარებაში დაეხმარება.
ამ მიზნის მისაღწევად გუნდი რამდენიმე მიმართულებით გეგმავს აქტივობებს: 
- ლექციების კურსი მოსწავლეებისთვის სასურველ თემებზე; 
- მოხალისეობრივი აქტივობები სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში; 
- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა კომპანიაში 
- და ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება.

2020-2021 სასწავლო წლებში უკვე მეშვიდედ განხორციელდა. პროექტისთვის შერჩეულ 30 მონაწილეს  სექტემბრიდან ყოველკვირეულად უტარდებოდათ ლექცია-შეხვედრები შემდეგი მოდულების გარშემო:
- მდგრადი განვითარება - საქართველო და მსოფლიო
- პიროვნული განვითარება;
- ინკლუზია და მრავალფეროვნება;
- დებატების ხელოვნება ( ბრიტანული სტილით დებატების ფორმატი - პრაქტიკული ნაწილი);
- კარგი მოქალაქეობა და დემოკრატია;
- მოხალისეობა და სათემო პროექტების განხორციელება (პრაქტიკული ნაწილი);
გარდა საგანმანათლებლო მოდულებისა, ახალგაზრდული ჯგუფის ბაზაზე წელს პირველად ჩამოყალიბდა ბილივის ახალგაზრდული კომიტეტი, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ცალკეულ მიმართულებებად და თანხვედრაშია ბილივის საქმიანობასთან.
კომიტეტებში მუშაობით, მონაწილეებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ბილივის საქმიანობაში და მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.


პროექტის მხარდამჭერია "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი"

პროექტის ფარგლებში მოწვეული სპიკერები და განხილული თემები:


  • შორენა მეგრელიშვილი -კონსულტანტი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
    “მდგრადი განვითარება & ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან.”
    "ეფექტური სამოტივაციო წერილის შედგენა"
  • რიმა ბერიძე - საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების FLEX პროგრამის რეკრუტერი
    “ ყველაფერი FLEX პროგრამის შესახებ”
  • სალომე ზურაბიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ და „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი.
     “კორპორაციული პასუხისმგებლობა და ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების პროცესში
  • ესმა გუმბერიძე - გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი
    “მდგრადი განვითარების გამოწვევები”
  • ნათია შარიქაძე - საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
    “CVის შექმნის ძირითადი პრინციპები”
  • თამარ მესხიძე -დასაქმების პლატფორმა “hiro.ge”-ის წარმომადგენელი
    “ეფექტური კომუნიკაცია”
  • მარიკა ქურდაძე - პროგრამების კოორდინატორი,გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
    ონლაინ სწავლა და თვითგანვითარება”
  • ნინო ბერუაშვილი - ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
    "გზა პიროვნული განვითარებისკენ"
  • რუსუდან ზაბახიძე - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი
    "გზა პიროვნული განვითარებისკენ"
  • მაია ქობალია - ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი
    "ლიდერობა"
  • ირაკლი ქანდარია - APM Terminals-ის რეგიონალური IT პროექტების მენეჯერი
    "პროექტების მართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში”
  • ნინუცა ნანიტაშვილი - ტექ ენთუზიასტი, ინოვაციების კონსულტანტი
    “STEM, STEM პროფესიები და ქალების როლი STEMში”
  • ნატალია ახალაძე - იურისტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    “ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა”
  • მირანდა ტყაბლაძე - საარჩევნო სისტემათა საეთაშორისო ფონდის ოპერაციების მენეჯერი
    “ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა”
  • ქამრან მამადლი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში”
  • ლიკა ლატარია - საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეზობელი
    ქვეყნების სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
    “დემოკრატია და კარგი მმართველობა”
  • დავით შერვაშიძე - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)“არჩევნები და პოლიტიკური / სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა”
  • ეკატერინე ხუციშვილიიურისტი
    “პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობა, მისი დანიშნულება და ინდივიდუალური პარლამენტარების როლი”
  • ელენე კვანჭილაშვილი - ურნალისტი, Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი
    “პოლიტიკური ჩართულობა - შიში თუ ენთუზიაზმი?”

        (1 / 8 ) Next

        დაგვიკავშირდით

        სახელი
        გვარი
        ელ–ფოსტა
        შეტყობინება
         
        +995 555008182
        info@believe.ge
        გორგასლის ქ. 7/46