ფოთელ მოსწავლეებს წელს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, ფონდ „ბილივის“ ახალგაზრდულ ჯგუფს შეუერთდნენ და გამოცდილების გაზიარების პროგრამის (ESP) მონაწილეები გახდნენ. პროგრამა განკუთვნილია მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მისი ხანგრძლივობა 3 თვეა.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას და ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები შექმნას, რათა გაიღრმავონ ცოდნა და სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩართულობით მიიღონ გამოცდილება.
ბილივი უკვე მე-9 წელია ქ. ფოთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს უქმნის გარემოს, სადაც ისინი არაფორმალურ განათლებას მიიღებენ, მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპიკერებს შეხვდებიან. პროგრამის ფორმატი ისეთი შესაძლებლობებს გულისხმობს, სადაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მოსაზრება თავისუფლად გამოთქვას და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს.
აღსანისნავია, რომ წლიდან წლამდე, ამ პროგრამის მიმართ ახალგაზრდებში ინტერესი იზრდება. პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება „ბილივის“ ფეისბუქ გვერდზე შეუძლიათ. „პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ლოკალურ და გლობალურ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონე აიმაღლონ, ტრენინგ-სემინარების დახმარებით ახალი ცოდნა მიიღონ, საზოგადოების განვითარებაში წვლილი შეიტანონ, მოხალისეობრივ აქტივობებში ჩაერთონ და სოციალური პროექტები განახორციელონ. 2021-2022 სასწავლო წელს „ბილივის“ საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური განათლება 50-მდე მოსწავლემ მიიღო, საიდანაც ერთმა გამორჩეული ბილიველის ჯილდო მოიპოვა და „ბილივის“ სრული დაფინანსებით, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. საერთო ჯამში, 2014 წლიდან ახალგაზრების რაოდენობა, რომლებიც „ბილივის“ გუნდს შემოუერთდნენ, 500-ს აჭარბებს.
გაიგეთ მეტი InterPressNews.ge-ს სტატიაში: https://bit.ly/3wxDx3y