შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სიახლეები

01.09.2020

“ბილივი” აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ხელშეწყობას და იწყებს ახალგაზრდების ახალი თაობის მიღებას მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
ახალგაზრდები ტრადიციულად ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში და მთელი წლის განმავლობაში შეხვდებიან მოწვეულ სპიკერებსა თუ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო თემებზე; ექნებათ საშუალება, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სასურველი მიმართულებით და ჩაერთონ “ბილივის” სოციალურ კამპანიებში, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათში მოხალისეობრივი კულტურის გაღვივებას.
ფონდი მე-7 წელია ახორციელებს ახალგაზრდული ჯგუფის პროექტს. ამ დროის განმავლობაში არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა 150ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, “ბილივი” კი კვლავ აქტიურად ცდილობს შეუქმნას ახალგაზრდებს განვითარების უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა.

17.08.2020

ბილივმა, საგრანტო დაფინანსება, ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოიპოვა.
პროექტი ,,მშობელთა ხმა'' განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის. პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფის გაძლიერება და მათთვის ახალი ცოდნისა და უნარების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნა. საგრანტო პროექტით გაწერილი 3 თვიანი ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შშმ პირთა უფლებების, ადვოკატირების, სოციალური სერვისების შესახებ; გადამზადდებიან როგორც მომავალი ტრენერები; გაეცნობიან მშობელთა გაერთიანებების წარმატებულ მაგალითებს. პროექტის შედეგად, პირველად ქალაქ ფოთში, შეიქმნება მშობელთა საკონსულტაციო პლატფორმა.
პროექტის პარტნიორები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC) და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (SYC).
პროექტი,,მშობელთა ხმა'', ხორციელდება ფონდ ბილივის მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.

10.08.2020

 ფონდი ბილივი 6 წელია სტაბილურად ახორციელებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კამპანიას. 
COVID-19 -ის გლობალური პანდემიის ფარგლებში განხორციელდა მორიგი სოციალური კამპანია ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის. კამპანიის ფარგლებში სასურსათო კალათი გადაეცა 8 ოჯახს.(სულ 12 ადამიანს)
პროექტი განხორციელდა შემომწირველთა ჯგუფისა და ინდივიდუალური მოხალისეების მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“. მოცემული პარტნიორული პროექტი გულისხმობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის - შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტივობათა ჯაჭვის განხორციელებას. 

10.08.2020

ფონდი ბილივი უკვე 6 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. 2019-2020 წლებში ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის VI თაობის წევრები  17 საგანმანათლებლო ლექცია-სემინარს დაესწრნენ.
19 ივლისს  ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.  შემაჯამებელი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, კოლხეთის ეროვნულ პარკში შედგა. მოსწავლეებმა და ბილივის გუნდის წევრებმა შეაჯამეს წელი, ერთამენთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები განვლილ პერიოდზე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. 
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები ბილივის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიური და წარმატებული ჩართულობისთის.  
,,2 წელია რაც ბილივის ოჯახის წევრი ვარ და ამ 2 წლის განმავლობაში შევიძინე უდიდესი გამოცდილება, გავიცანი არა ერთი ადამიანი, შევიძინე ახალი მეგობრები, გავხდი უფრო კომუნიკაბელური და ბილივში ყოფნამ შემმატა საკუთარი თავის რწმენა.“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრმა ანა მაჭავარიანმა. 

იხილეთ ბილიველების ვიდეო:

14.07.2020

ფონდმა ბილივმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. 
პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებს გადაეცათ საკვები პროდუქტები და სადეზინფექციო საშუალებები.  კამპანიამ სულ 80 ადამიანი მოიცვა.
პროექტი განხორციელდა გლობალური საზღვაო ხაზის MSC Georgia-ს ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების ფინანსური და მოხალისეობრივი მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“. მოცემული პარტნიორული პროექტი გულისხმობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის - შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტივობათა ჯაჭვის განხორციელებას. 

02.06.2020

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეებმა თავიანთი უმცროსი მეგობრებისთვის სახალისო და საინტერესო ონლაინ აქტივობები განახორციელეს. 
ქ. ფოთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბილიველებმა ონლაინ პრეზენტაცია ჩაუტარეს, სადაც 1 ივნისის ისტორიაზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე ესაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებების მათ უფლებებზე 
ონლაინ შეხვედრაზე კოპენჰაგენიდან ჩაერთო ბილივის თანადამფუძნებელი, მარიკა ნადარაია, რომელმაც მათ ვირტუალურად დაათვალიერებინა ბავშვებისთვის საყვარელი, ცნობილი დანიელი მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლი და ,,ნიუჰავნის'' ფერადი სანაპირო კოპენჰაგენში. 
ასევე, მოხალისეებისა და ბავშვების ჩართულობით გაიმართა მხიარული ვიქტორინა. ჩართვა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც ბილიველებისთვის, ისე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის.

17.04.2020

ფონდ ბილივმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით  საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.
პროექტი გულისხმობდა . ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების და . ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის ბენეფიციარების დახმარებას. სულ 230-ზე მეტ ადამიანს გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების სადეზინფექციო საშუალებები.
,,მოხარულნი ვართ, რომ ფონდ ბილივის ყოველწლიური დახმარება წელსაც გაგრძელდა. ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის ბენეფიციარებს დაურიგდათ საკვები პროდუქტები. ასევე, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, გადაეცათ სადეზინფექციო საშუალებები. მადლობას ვუხდით ფონდ ბილივის გუნდის წევრებს და მოხალისეებს გაწეული დახმარებისთვის,“ - განაცხადა ყრუთა კავშირის წარმომადგენელმა ზვიად ჯანელიძემ.
ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სიღარიბესა და შიმშილთან ბრძოლაა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფონდი დაეხმარა 75 ოჯახს (230 ადამიანს).  2019 წლიდან ფონდის საქმიანობის სტრატეგია დაუკავშირდა გაეროს მდგარი განვითარების მიზნებს.

იხილეთ მეცხრე ტალღის სიუჟეტი COVID-19-თან დაკავშირებული სოციალური კამპანიის შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://bit.ly/2TVV7L2

Preview (2 / 8 ) Next

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46