პროექტი „გახდი ახალგაზრდა მოხალისე“ მოხალისეობრივი ინიციატივების’’ მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის მიზანია, მოხალისეობის ხელშეწყობას და თვითშეგნების ამაღლება ფოთელ ახალგაზრდებში. ფოთელი მოსწავლეები მოკლებული არიან ისეთ აქტივობებში მონაწილეობას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, კერძოდ ქალაქში თითქმის არ იგეგმება ისეთი პროექტები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, ამასთან ერთად გამოიმუშავონ სხვადასხვა საჭირო უნარები და გაიფართოვონ საკუთარი სამოქალაქო თვალსაწიერი.
მოხალისეობრივი კვირეულის ფარგლებში, ფოთში მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას მოხალისეობრივი კულტურის შესახებ, შეძლებენ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები, ჩაერთვებიან მოხალისეობრივ კამპანიებში, შეხვდებიან საინტერესო სპიკერებს და შეიძინენ ახალ მეგობრებს.
ინიციატივა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).