შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

05.09.2021 - "ბილიველების STEM თაობა" ფონდის ინოვაციური პროექტია

2020 წელს, ორგანიზაციამ პირველად წამოიწყო ინოვაციური პროექტი, რომელიც იყო დამატებითი შესაძლებლობა ფოთელი ახალგაზრდებისთვის აემაღლებინათ ცნობიერება STEM მიმართულებების: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკისა და მომავლის პროფესიების შესახებ, რაც დაეხმარებოდათ მათ სამომავლო საქმიანობის უკეთ განსაზღვრაში.

სალექციო კურსის განმავლობაში, „ბილიველების STEM თაობის“ მონაწილეები შეხვდნენ STEM სფეროს წარმომადგენლებს და განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: STEM-ის რაობა და მისი როლი საქართველოში, პროგრამული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი, სერვისების ავტომატიზაცია, ტექნოლოგიების როლი ბიზნესის მართვაში (ფოთის ნავსადგურის მაგალითი), STEM-ის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზებები ქართველი სტუდენტებისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიების როლი პანდემიის წინააღმდეგ.

პანდემიის პირობებში პროექტი სრულად  ონლაინ ფორმატში განხორციელდა.
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პროექტის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ STEMის იდეების კონკურსში ჩართვით. კონკურსი მიზნად ისახავდა მონაწილეებში კრეატიული იდეების მოფიქრების უნარის განვითარებას. ჩართულ გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ ისეთ თემატიკებზე, როგორებიცაა:
- მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირების, სოციალურ დაუცველი პირების, იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის და სხვა) მხარდაჭერა;
- გარემოს დაცვა;
- განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 

პროგრამის მხარდამჭერები არიან:
1. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი;
2. მინისო;
3. ჯეპრა;
4. EDISON;

პროგრამის ფარგლებში მოწვეული სპიკერები და განხილული თემები:

ნანა დიხამინჯია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფეროსი
“რა არის STEM? მისი მნიშვნელობა და პოტენციალი საქართველოში.”
“ტექნოლოგიების როლი პანდემიის წინააღდმეგ.”
ირაკლი ქანდარია - APM Terminals-ის რეგიონალური IT პროექტების მენეჯერი
“ტექნოლოგიების როლი ბიზნესის მართვაში”
“კონკრეტული პროცესების( ავტომატიზაცია და ა.შ)  განხილვა APM ტერმინალის მაგალითზე “
ილია ნაჭყებია - პროგრამული ინჟინერი
“პროგრამული ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი, სერვისების ავტომატიზაცია”
კარლო დავიდიანი - კომპიუტერული ინჟინერი, კომპანია "ლაბის" IT ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტმანეტის ხელმძღვანელი
“ციფრული ტრანსფორმაცია” “მონაცემთა ქსოვილი”
ჰალილ გიუვენი - სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი
“STEM-ის რაობა და მნიშვნელობა, კონკრეტული მაგალითების განხილვა” (ინგლისური სესია)
ნინუცა ნანიტაშვილი - ტექ ენთუზიასტი, ინოვაციების კონსულტანტი
“STEM, STEM პროფესიები და ქალების როლი STEMში”
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური -“ჰიდროგრაფია, კარტოგრაფია და სანავიგაციო ნიშნების, კორექციის, სინოპტიკური და რადიონლავიგაციური საქმიანობები.”
მარიამ გაგუა - საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი (Digital Product Owner) “რა არის კომპიუტერული ინჟინერია, რატომ არის ესეთი მოთხოვნადი პროფესია,რა პერსპექტივები არსებობს ამ პროფესიის ადამიანებისათვის”

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46