ფონდი ბილივი კოვიდ პანდემიის შედეგად დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისათვის საქველმოქმედო კამპანიას გეგმავს.
პანდემიის უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურ დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებზე.
არაერთი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილების თხოვნით, განსაკუთრებით კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთების და ტანსაცმლის არ არსებობის გამო. ბილივი გთავაზობთ საქველმოქმედო კამპანიას #დაეხმარე
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ:
შემომწირველი - გაეცით ტანსაცმელი ან წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა/ნივთები.
მოხალისე - დაეხმარეთ ბილივს შემოწირულობის დახარისხებასა და დისტრიბუციაში.
2. სამოსის ამანათზე მიუთითეთ მოკლე ინფორმაცია: დაახლოებითი ზომა, ტიპი, რაოდენობა მაგ: S/M/L ბავშვის (გოგოს/ბიჭის)/კაცის/ქალის კაბა/შარვალი/ქურთუკი/ფეხსაცმელი და აშ. ეს დაგვეხმარება დისტრიბუციის ოპტიმიზაციასა და პროცესის უკეთ მართვაში.
3. ამანათი (ტანსაცმელი ან ტექნიკა) მოიტანეთ ფონდ ბილივში პარასკევობით 13:00 დან 18:00 საათამდე. მისამართზე: 7/46 გორგასლის ქუჩა, ქ. ფოთი.
ფინანსური შემოწირულობის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ ბილივის შემოწირულობების გვერდს: donate.ge/#დაეხმარე
ან თანხა ჩარიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:
ჩვენი რეკვიზიტია:
მიმღების ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000806225200
მიმღების სახელი: ა(ა)იპ ფონდი ბილივი
მიღებული შემოწირულობა სრულად მოხმარდება პროექტს.
ამანათების დარიგების პროცესი განხორციელდება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. მოხალისეებს დაურიგდებათ ნიღბები და პირველადი სადეზინფექციო საშუალებები, ასევე დაცული იქნება სოციალური დისტანცია.