შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

გჯეროდეს სიკეთის

ფონდი ბილივი აგრძელებს პატარა მეგობრებზე ზრუნვას  და ტრადიციულად, ცდილობს სიკეთის რწმენა და საახალწლო განწყობა მიუტანოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

 კეთილი დღეების შესაქმნელად ბილივის გუნდი უკვე მზად არის!

თუ გსურთ, გახდეთ სიკეთის თანამონაწილე ან თავად შექმნათ ის, შემოგვიერთდით და გაახარეთ ბილივის მეგობარი პატარები.

პროექტის პერიოდი: 15 - 31 დეკემბერი
სამიზნე აუდიტორია: სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახები.
საახალწლო საჩუქარი: ის, რაც ჩვენს პატარებს ყველაზე მეტად უყვართ - ტკბილეული, სათამაშო, წიგნი საახალწლო თემატიკით. 

ერთი ამანათის შესაძენად საჭირო თანხა: 45 ლარი *დაახლოებით 15$
პროექტის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი

ჩაერთე პროექტში როგორც:

შემომწირველი - თავად გახდი სიკეთის მონაწილე და გაიღე ფინანსური შემოწირულობა ერთი პატარასთვის.
ან
მოხალისე -  დაეხმარე ბილივს საჩუქრების დისტრიბუციის პროცესში. 
თქვენს მიერ გაღებული თანხით ბილივი საახალწლო საჩუქარს გადასცემს პატარებს და კიდევ ერთხელ შეახსენეთ მათ, რომ ყოველთვის უნდა სჯეროდეთ სიკეთის და ახალი წლის ჯადოსნური დღეების.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტზე ან მოცემული პლატფორმის დახმარებით:

https://donate.ge/main.php#merch_believe

დანიშნულებაში მიუთითეთ: #გჯეროდესსიკეთის

ფონდ ბილივის რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000806225200
მიმღების სახელი: ა(ა)იპ ფონდი ბილივი

#გჯეროდესსიკეთის

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46