ფონდი ბილივი აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ფონდის სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვის პროცესში, კოორდინირებას გაუწევს მიმდინარე პროექტებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ფონდის ყოველდღიურ საქმიანობის (სოციალური, საგანმანათლებლო) კოორდინირება;
• პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი;
• დაინტერესებულ მხარეებთან, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
• საკომუნიკაციო არხების მართვა;
• ფონდის დირექტორთა საბჭოსთან კომუნიკაცია და ანგარიშების მომზადება;
• შეხვედრებსა თუ სხვა ღონისძიებებში ფონდის სახელით მონაწილების მიღება;
• სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება.
ჩვენი მოლოდინები:
• სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნებთან თანხვედრა;
• საქმიანობის წარმართვის მაღალი მოტივაცია;
• პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
• პროცესების კოორდინირების უნარი;
• გულისხმიერება, პუნქტუალურობა, თანმიმდევრულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
• ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
• MS Office
ხელფასი: შეთანხმებით
ფონდის ოფისი მდებარეობს ქ. ფოთში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: believeingeorgia@gmail.com 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
გასაუბრების ეტაპისათვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.