შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები

ფონდი ბილივი აქტიურად საქმიანობს დასავლეთ საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ესენია: სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, ხარისხიანი განათლება, შემცირებული უთანასწორობა და პარტნიორობა მიზნების მისაღწევად. 

სიღარიბის აღმოფხვრა

ფონდი 2014 წლიდან აუმჯობესებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზრდილების ცხოვრებას. 5 წლიანი საქმიანობის განმავლობაში 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სარგებელი ფონდის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტებიდან.

ნულოვანი შიმშილი

დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთაა კავშირის ბენეფიციარებისთვის 5 წლის განმავლობაში ფონდისტაბილურად ახორციელებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კამპანიას.

ხარისხიანი განათლება

ფონდი ბილივი კერძო სექტორთან და მოხალისეებთან მჭირდო თანამშრომლობით ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. 5 წლის განმავლობაში ბილივის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ლექცია-სემინარებში 165-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

შემცირებული უთანასწორობა  

დაარსების დღიდან ფონდმა ბილივმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ქალაქ ფოთში. ამ კუთხით საქმიანობის წარმატებული მაგალითებია: ქალაქ ფოთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, მეტყველებისა და არტ თერაპიის გაკვეთილები, შშმ ბავშვთა მშობლების კლუბის შექმნა და მათი გაძლიერება და სხვა.

პარტნიორობა მიზნების მისაღწევად

სექტორთაშორისი თანამშრომლობაარის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. დაარსების დღიდან ფონდი ბილივი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის ფინანსური შემოსავლის  98% მომდინარეობს კერძო სექტორიდან. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ დონორსა და შემომწირველს და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალით არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ცვლილებების განხორციელება.



რას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნები?

2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

​მოცემული მიზნები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს უკავშირდება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ახალი მიზნები წარმოადგენს  გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს და ორიენტირებულია მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე:  https://bit.ly/2QPzomw


 

  ფოტო © Unicef Georgia https://uni.cf/2X0VXbT 

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46