მხოლოდ მზრუნველ ადამიანებს შეუძლიათ აქციონ სამყარო უკეთეს ადგილად. თქვენი თავდაუზოგავი და უანგარო მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების რთულ საცხოვრებელ პირობებს დასავლეთ საქართველოში.
მოხალისეობრივი საქმიანობისთვის არსებობს მრავალი საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც ფონდის საორგანიზაციო და აღმასრულებელ გუნდთან ერთად შეასრულებთ. ,,ბილივის” გუნდი ფიზიკური და ინტელექტუალური ჩართულობით ახორციელებს ფანდრაიზინგ ღონისძიებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სოციალური პროექტების ორგანიზებას. თითოეული მოხალისის მხარდაჭერა და შეტანილი წვლილი მნიშვნელოვანია.
ჩვენთან მოხალისეობით თქვენ შეგიძლიათ უკეთესობისაკენ შეცვალოთ გარშემო მყოფთა ცხოვრება, შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები და გამოცდილება, ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იზრუნოთ აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე, დაგეგმოთ და განახორციელოთ სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობა. ასევე, აკეთოთ ახალი - თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან განსხვავებული სასიამოვნო და სასარგებლო საქმე.
თუ თქვენ მზად ხართ მოხალისეობრივი აქტივობისთვის და გსურთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენოთ, დაგვიკავშირდით!
ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს შემდეგი მოხალისეობრივი საქმიანობისთვის:
მოხალისე ფოტოგრაფი - გადაიღე წარმატებული კადრი… აღბეჭდე ,,ბილივის’’ ისტორიები, კამპანიები და გალა საღამოს ემოციური კადრები, ფონდის ვირტუალურ ფოტო-გალერეას შემატე ახალი ისტორია! შენი ჩართულობით ფონდის საქმიანობა გახადე უფრო მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და საინტერესო.
ვიდეო ოპერატორი - გააცოცხლე ემოციები… გამოიყენე კრეატიულობა… გადაიღე დასამახსოვრებელი ვიდეო კადრები მაღალი პროფესიონალიზმითა და ხარისხით. შექმენი ფონდის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ვიდეო რგოლი.
სოციალური მედიის მენეჯერი - მიიტანე ,,ბილივის’’ მესიჯი აუდიტორიასთან, ეფექტურად მართე საკომუნიკაციო არხები, განავითარე ბრენდის ცნობადობა სოციალური ქსელების ადმინისტრირებით (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn).
კოპირაიტერი - გახადე უფრო საინტერესო და დახვეწილი ფონდის საინფორმაციო მასალა, შექმენი რეალურ ისტორიებზე აგებული წერილობითი კონტენტი - პრეს-რელიზები, ანგარიშები და სლოგანები.
თუ გსურთ გახდეთ ,,ბილივის’’ მოხალისე გამოგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე info@believe.ge თემის ველში (Subject) მიუთითეთ მოხალისის ვაკანსიის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით, ტელ: +995 555008182
მოხალისეობის ვადა პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი.