შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

ფანდრაიზინგი პროფესიით

გააერთიანეთ მეგობრები, კოლეგები და საზოგადოება შენს ირგვლივ! დაგეგმეთ საკუთარი საქველმოქმედო კამპანია და მხარი დაუჭირეთ ,,ბილივის’’ ბენეფიციარებს და საქველმოქმედო საქმიანობას!
 
განახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა საკუთარი პროფესიის, შესაძლებლობებების, უნარებისა და ინტერესების გამოყენებით.  

,,ბილივის’’ ბენეფიციარების მხარდასაჭერად, შეგიძლიათ:
  დაგეგმოთ სპორტული შეჯიბრი;
  გამართოთ მხატვრული გამოფენა;
  ჩაატაროთ ლექცია;
  ჩაატაროთ მასტერკლასი;
  ორგანიზება გაუწიოთ კონცერტს;
  მოაწყოთ კორპორაციული საღამო.

გვჯერა, რომ მსგავსი ჩართულობით თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობაში. ამავდროულად დაინახავთ საკუთარ ახალ შესაძლებლობებს და შინაარსიანად გამოიყენებთ თავისუფალ დროს.

გაეცანით, თუ როგორ დაუჭირეს მხარი ფონდს მეგობრებმა და პარტნიორებმა:
  მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე - მხატვრული ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში’’. ღონისძიებაზე შემოსული თანხა მოხმარდა სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლაში საკლასო ოთახის სარემონტო სამუშაოებსა და კეთილმოწყობას. 
  მხატვარი გრიგოლ ღვანია - მხატვრული ტილოების გამოფენა - გაყიდვა  სასტუმრო ,,რედისონ ბათუმში’’, სადაც წარმოდგენილი იყო  ტილოზე შესრულებული 35 ნამუშევარი. გაყიდული ნამუშევრებით შემოსული თანხის 50% მოხმარდა ფონდის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის 29 ბენეფიციარისთვის საახალწლო ნობათის შეძენას.
  სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმის’’ თანამშრომლები - განხორციელდა საქველმოქმედო, მსოფლიო კამპანია ,,დედამიწის გარშემო 1 დღეში’’. ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. შემოსული თანხით ფონდმა შეიძინა ყურზე მისამაგრებელი მიკროფონები ბათუმის ინკლუზიური სწავლების ჯგუფის წევრებისთვის.
  სტიუარტ ნელსონი - ენთუზიასტმა ფოტოგრაფმა და ,,ბილივის’’ მეგობარმა  სტიუარტმა საკუთარი პროფესიონალიზმითა და კრეატიულობით გადაიღო კადრები, ამ ფოტო გამოსახულებებით დაბეჭდა საფოსტო ბარათები და ბარათების გაყიდვით მიღებული თანხით შეიძინა ბათუმის ინკლუზიური სწავლების ჯგუფის თეატრალური დასისათვის ხმის გამანაწილებელი აპარატი. 

თუ მზად ხართ დაგეგმოთ საკუთარი საქველმოქმედო ღონისძიება და გჭირდებათ ჩვენი დახმარება ღონისძიების მოსამზადებლად, მაშინ გაგვიზიარეთ თქვენი საქველმოქმედო ინიციატივა ელ. მისამართზე: info@believe.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 577221133.

ჩვენ მოხარულები ვიქნებით დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ღონისძიების დაგეგმვის პროცესის შესახებ.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46