ათეულობით პატარასათვის საახალწლო დღეებში სანტა კლაუსზე ოცნება რეალობად იქცევა. მათ სანტასთვის გაგზავნილ წერილებში ნანატრი ოცნებები უსრულდებათ. აქცია ბევრ გულისხმიერ და კეთილ მოხალისეს აერთიანებს, რომელებიც სოციალურად დაუცველი ბავშვების სანტები ხდებიან და მათ საახალწლო სურვილებს ასრულებენ.
ჩაერთეთ და გახდით ,,ბილივის’’ პატარა მეგობრის სანტა კლაუსი!
აქციაში ჩართულობა შეგიძლიათ, როგორც:
• შემომწირველი - თავად გახდით სანტა და აუსრულე პატარას სურვილი;
• პროექტის პარტნიორი - გაუწიეთ ორგანიზება აქციას თქვენს სამსახურში, სამეგობრო წრეში ან სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში. მორთეთ ნაძვის ხე ,,ბილივის’’ მეგობარი პატარების წერილებით და მოიწვიეთ სანტა კლაუსები;
• მოხალისე - დაეხმარეთ ,,ბილივს’’ საჩუქრების დახარისხების და დისტრიბუციის პროცესში.
კამპანიის მიმდინარეობა:
• 15 ნოემბერი - 10 დეკემბერი - ყოველ წელს ,,ბილივის’’ პატარა მეგობრები სანტას საკუთარი სურვილების წერილებს წერენ;
• 10 დეკემბერი - 20 დეკემბერი - ,,ბილივის’’ მეგობრები და დონორი ორგანიზაციები სურვილებით დახუნძლული ბარათებით თავიანთ ნაძვის ხეს რთავენ;
• 15 დეკემბერი - 25 დეკემბერი - წერილების მასპინძლები იწვევენ სანტა კლაუსებს ბავშვების სურვილების ასასრულებლად;
• 31 დეკემბერი - 14 იანვარი - საჩუქრების დარიგების ჯადოსნური პროცესი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ. მისამართზე: info@believe.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555008182.
გახსოვდეთ - აქცია, ყოველწლიურად, 15 დეკემბერს იწყება!
იხილეთ, 2015 წლის აქციის ამსახველი ვიდეო რგოლი ჩვენს YouTube არხზე: