თქვენი ცოდნა და გამოცდილება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საჩუქარს, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ ნაკლებად წარმატებულ გარემოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ,,გამოცდილების გაზიარების პროგრამაში” მონაწილეობით თქვენ გახდებით საუკეთესო მაგალითი, რომელიც ახალგაზრდა თაობას დაეხმარება ცხოვრების გარდაქმნაში და გაუმჯობესებაში.
საგანმანათლებლო მიმართულებით ,,ბილივი’’ მოსწავლეების, სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს. ,,გამოცდილების გაზიარების პროგრამის’’ ფარგლებში იგეგმება პროექტები, ტრენინგები და ონლაინ ლექცია-სემინარები.
,,გამოცდილების გაზიარების პროგრამა’’ (ESP) არის არაკომერციული, დამოუკიდებელი პროექტი, რომელიც 2014 წლის ივლისში, ,,ბილივის’’ თანადამფუძნებლის დავით ჭოჭუას ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთგაზიარების კულტურის დანერგვას და შექმნას ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ახალი გამოცდილება პროექტის ფარგლებში განხორცილებულ სხვადასხვა ტიპის ლექციებსა და სემინარებზე დასწრებითა და ჩართულობით.
პროგრამის ფორმატი გულისხმობს დამსწრე აუდიტორიისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება თავისუფლად გამოთქვას მოსაზრება და აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში.
პროგრამის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა საინტერესო პიროვნებებთან თანამშრომლობა, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, შესთავაზებენ მაღალკვალიფიციურ ლექციებს და კომპეტენტურ მიდგომებს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
თუ გსურთ გახდეთ პროგრამის სპიკერი და გაუზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს, გამოგზავნეთ თქვენი CV ფონდის საკონტაქტო ელ. მისამართზე info@believe.ge ან დაგვიკავშირდით, ტელ +995 555008182
2014 წლიდან დღემდე პროექტში მოხალისეობრივად ჩაერთნენ:
• ქეთა ხაზალია - ,,გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები"
• თამთა ქვარცხავა - ,,განვითარება საბანკო სფეროში"
• მარი ნადარაია - ,,რატომ არის მნიშნელოვანი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა?"
• სოფო კუპრავა - ,,დოკუმენტაციის ფორმები"
• ნინო კუპრავა - ,,კარიერის დაგეგმვა და პროფესიის არჩევა"
• გიგი ქაცარიძე - ,,როგორ ვისწავლოთ სწორად?"
• ზაზა კვირკველია, მაია დარასელია, დავით გოგუა, სალომე ჯანჯღავა - „არასრულწლოვანთა უფლებები და მართლმსაჯულება“
• ირაკლი შამათავა - ,,ქართული პოეზია და ლიტერატურა’’
• თორნიკე შურღულაია - ,,გლობალური უსაფრთხოება’’
• რენდი დეითონი, ჯილ სიმფსონი, კარენ ნილი - ,,გუნდური მუშაობა, პროექტის წერა, ადვოკატირება, ორგანიზაციული მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგი და ნეთვორქინგი”
• ენდრიუ ბრეიდი - ,,საქველმოქმედო და სოციალური საწარმოების მართვა’’
• მერი ბლიაძე - ,,მედია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ’’
• ცირა კემულარია - ,,წარმატებული კარიერის დაგეგმვა’’
• თამარა ბასილაია, თამუნა გვაძაბია, ნინო მირცხულავა, მაია დაგარგულია, თეა მიგინეიშვილი, ნინო კუპრავა - ბიზნეს გეგმის წერის კურსი
• ხათუნა მზარელუა - წერილი ,,საბურო ტეშიგავარას'' (Para-Dice)
• გულიკო კეკელიძე - ,,კლიმატის ცვლილება’’
• ბრენდან ჯექსონი - ,,პროექტები კომიქსების შესახებ’’
• ლაშა ჭოჭუა - ,,საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა - შეცდომები და გამოწვევები"
• ალექსანდრე ჯეჯელავა - ,,თანამედროვე მენეჯმენტი”
• როზა ადამია - თავისუფლება
• გურამ შეროზია - „პრეზენტაციების ჩატარების ხელოვნება და გასაუბრებაზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენის მეთოდები“
• მაკა ლაშხია - „სიყვარულის ფილოსოფია“
• მაკა ლაშხია - „პოსტმოდერნული ესთეტიკური კულტურა: სიურეალიზმიდან ჰიპერრეალიზმამდე“
• მარიამ ხოხობაია - „ლიდერობა და პიროვნული განვითარება“
• ნინო კუპრავა - „როგორ დავწეროთ წარმატებული რეზიუმე და მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“
• ლაშა ჭოჭუა - „ადამიანის ქცევის ზოგადი მოდელი ანუ როგორია ადამიანი?!“
• ლაშა ჭოჭუა - „ეკონომიკური განვითარება - ინსტიტუტები, მორალი და ბაზარი“
• დავით ჯიქია - „ელექტრონული რევოლუცია საბანკო სფეროში“
• დავით ჭოჭუა - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის კლასიკური და ახალი მიმართულებები“
• დავით ჭოჭუა - „თანამედროვე ტერორიზმი“
თქვენი მხარდაჭერით კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლექცია ჩაუტარდება ახალგაზრდებს.