შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

კორპორაციული პარტნიორობა

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია კორპორაციულ პარტნიორებთან ურთიერთობა. ეს არის უდიდესი მოტივაცია, ძალა და შესაძლებლობა, რომ ფონდმა საქმიანობა საინტერესოდ და ეფექტურად წარმართოს. 

,,ბილივს’’ აქვს ბედნიერება, კორპორაციული პარტნიორების სახით, ითანამშრომლოს ქველმოქმედების მსურველ ადამიანებთან, ასოციაციებთან, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. პარტნიორების უმთავრესი მოვალეობაა მხარი დაუჭირონ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობასა და შეიტანონ წვლილი საქმიანობის წარმართვის პროცესში.

პარტნიორი ორგანიზაციის საქმიანობა გულისხმობს ფონდთან თანამშრომლობით საკუთარი სახსრების ინვესტირებას, საზოგადოებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და პრობლემური სოციალური თემების მოგვარების მიზნით. თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმა აქვს. როგორც წესი, ეს არის  მატერიალური შემოწირულობები, ადამიანთა მოხალისეობრივი არამატერიალური რესურსი, პრო-ბონო სერვისი,  სამუშაო ადგილების შექმნა, სასპონსორო შესაძლებლობების გამოყენება და სხვა.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობა მოიტანს უდიდეს შედეგს და შეცვლის იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ და სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა.

დაარსებიდან დღემდე ფონდის კორპორაციული პარტნიორები არიან:
 
სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმი’’
სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმმა’’ საკუთარი ინიციატივითა და ორგანიზებით, საქველმოქმედო ხასიათის სპორტული აქტივობა განახორციელა. ,,მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში’’ კამპანიით მიღებული თანხა სრულად გადაეცა ,,ბილივს’’ საქველმოქმედო საჭიროებებისათვის;
სასტუმრომ მხარი დაუჭირა ფონდის საქველმოქმედო, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს - უსასყიდლოდ არაერთხელ დაგვითმო საგამოფენო და სადღესასწაული სივრცე, ბენეფიციართა მხარდასაჭერად.
2015 წელს ,,ჰილტონი’’ გახდა ინიციატორი კამპანიისა ,,მე მჯერა სანტა კლაუსის’’. სასტუმროს თანამშრომლები მოხალისეობრივად გახდნენ სოციალურად დაუცველი ბავშვების სანტები. 2 წლის განმავლობაში ჩვენ 100-ზე მეტი ბავშვის ახალი წელი გავხადეთ დაუვიწყარი და ბედნიერებით აღსავსე. 2016 წელს სხვა ორგანიზაციებმაც აიღეს მაგალითი მათგან და ჩაერთნენ წამოწყებულ კამპანიაში - ,,რედისონ ბათუმის’’, ,,შერატონ ბათუმის’’, ,,საქართველოს ბანკის’’, ,,თიბისი ბანკის’’ და ,,ვითიბი ბანკის’’ თანამშრომლები.

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი’’
,,კრისტალი’’ გახდა ოქროს სპონსორი თბილისსა და ბათუმში გამართული ტრენინგისა - საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების მართვის შესახებ. ორგანიზაცია "კრისტალმა":
დააფინანსა ლოგოპედის და ფსიქოთერაპევტის მომსახურების საფასური ქ. ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის 20 აღსაზრდელისათვის;
ორგანიზაციამ ქ. ფოთში მცხოვრები 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის შეიძინა ახალი ეტლები.

,,ჩენელ ენერჯი’’
კომპანია ,,ჩენელ ენერჯი'' 2 წელზე მეტია აფინანსებს ,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის'' ქ. ფოთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის საოფისე ფართის ქირას.
 
,,მაგთიკომი’’
,,კავკასუს ონლაინი’’, შემდგომში ,,მაგთიკომი’’ - კავშირგაბმულობისა და ინტერნეტ კომპანია - უკვე 2 წელია, ,,კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის'' ქ. ფოთის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ინტერნეტ მომსახურებით.

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46