შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია



#უწილადესითბო


ფონდი ბილივი მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისათვის მორიგ საქველმოქმედო კამპანიას გეგმავს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად არაერთი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილების თხოვნით, განსაკუთრებით კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთების და ტანსაცმლის არ არსებობის გამო. ბილივი გთავაზობთ საქველმოქმედო კამპანიას #უწილადესითბო თქვენ შეგიძლიათ გახდეთ: შემომწირველი - გაეცით ტანსაცმელი ან სხვა ნივთები მოხალისე - დაეხმარეთ ბილივს შემოწირულობის დახარისხებასა და დისტრიბუციაში. შემოწირულობის შემთხვევაში, გთხოვთ: 1. გაიღეთ მეორადი მოხმარებისთვის გამოსადეგი ტანსაცმელი ან/და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები; 2. სამოსის ამანათზე მიუთითეთ მოკლე ინფორმაცია: დაახლოებითი ზომა, ტიპი, რაოდენობა მაგ: S/M/L ბავშვის (გოგოს/ბიჭის)/კაცის/ქალის კაბა/შარვალი/ქურთუკი/ფეხსაცმელი და აშ. ეს დაგვეხმარება დისტრიბუციის ოპტიმიზაციასა და პროცესის უკეთ მართვაში. 3. ამანათი (ტანსაცმელი ან ტექნიკა) მოიტანეთ ფონდ ბილივში, სამუშაო დღეებში 13:00 დან 18:00 საათამდე. მისამართზე: 7/46 გორგასლის ქუჩა, ქ. ფოთი. 4. გთხოვთ ნუ მოიტანთ მეორადი მოხმარებისთვის გამოუყენებელ ნივთებს. კამპანია ხორციელედება 15 იანვრამდე მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 62 82 82 მატერიალური შემოწირულობისთვის შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: ჩვენი რეკვიზიტია: მიმღების ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000806225200 მიმღების სახელი: ა(ა)იპ ფონდი ბილივი მიღებული შემოწირულობა სრულად მოხმარდება პროექტს. ამანათების დარიგების პროცესი განხორციელდება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. მოხალისეებს დაურიგდებათ ნიღბები და პირველადი სადეზინფექციო საშუალებები, ასევე დაცული იქნება სოციალური დისტანცია. წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის გისურვებთ ჯანმრთელობას!
სალომე ბაღათურია
  • believeingeorgia@gmail.com